საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დავით სონღულაშვილი საქართველოში კატარის ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 19 Jul 2024
დავით სონღულაშვილი საქართველოში კატარის ელჩს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოში კატარის ელჩს, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა და ისაუბრეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.

დავით სონღულაშვილმა კატარში ახლახან განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მრჩეველთა საბჭოში (მაჯილის ალ შურა) გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა. მხარეებმა ისაუბრეს კატარის სახელმწიფო მრჩეველთა საბჭოს (მაჯილის ალ შურა) დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ორგანიზების თაობაზე.