დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, კატარის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კატარის სახელმწიფოში იმყოფება.
შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის თაობაზე. ასევე, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.
კატარის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ საქართველო-კატარის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები: გელა სამხარაული, ვიქტორ სანიკიძე, გოჩა ენუქიძე, ირაკლი ზარქუა, ირმა ზავრადაშვილი და რიმა ბერაძე. ასევე, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თეიმურაზ კერესელიძე.