საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თეიმურაზ ჭკუასელი პარიზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო

მედია და საზოგადოება 01 ივნისი 2015
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თეიმურაზ ჭკუასელი პარიზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო

26 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს მიწვევით, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თეიმურაზ ჭკუასელი ანსამბლ „ქართულ ხმებთან“ ერთად პარიზში იმყოფებოდა, სადაც 28 მაისს პარიზის მე-15 რაიონის მერიაში ქართველ ემიგრანტებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.