საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და პარლამენტის წევრები იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ

მედია და საზოგადოება 02 მარტი 2022
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და პარლამენტის წევრები იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და პარლამენტის წევრები მილანის ქართული სათვისტომოს მიწვევით, იტალიის რესპუბლიკაში ქართულ დიასპორულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

 

საპარლამენტო დელეგაცია საზოგადოება „სამშობლო გულით სატარებლის“ ინიციატივითა და „შემოქმედთა სახლის“ თანამშრომლობით გამოცემულ ნოდარ დუმბაძის მოთხრობათა კრებულის პრეზენტაციას დაესწრნენ, რომელიც იტალიურ ენაზე ქართველმა ემიგრანტმა მწერალმა რუსკა ჟორჟოლიანმა თარგმნა.

 

საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე, კონსული ნატალია კორძაია და საელჩოს მრჩეველი დავით გომართელი, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, იტალიის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული ემიგრანტები, ქართული კულტურით დაინტერესებული იტალიელი მკითხველები, იტალიის საუნივერსიტეტო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

 

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ მწერლის შემოქმედების იტალიურ ენაზე გამოცემა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის დაახლოებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას ევროპაში და იტალიაში ქართული დიასპორის ცნობადობის ამაღლებას.

 

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი მეძმარიაშვილმა მადლობა გადაუხადა მილანის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარეს და სხვა დიასპორელებს გაწეული მრავალწლიანი საქმიანობისთვის.

 

მან ხაზი გაუსვა უცხოეთში ქართულ კულტურაზე ზრუნვის მნიშვნელობას და სათვისტომოს, საქართველოს პარლამენტის სახელით ჯილდო გადასცა.

 

ირაკლი მეძმარიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის სახელით, ასევე, დააჯილდოვა მწერალი რუსკა ჟორჟოლიანი.

 

პარლამენტის წევრები ასევე შეხვდნენ ქართული საკვირაო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს, ფოლკლორულ ანსამბლებს და ქართულ სამრევლოს.

 

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა არაერთი შეხვედრა იტალიის ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან და ცალკეულ ემიგრანტებთან, რა დროსაც დიასპორის წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილეს.