
მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, ქ. ოზურგეთში, გაიმართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრ - სვეტლანა კუდბასა და 30 წლიანი ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულ - ედუარდ ზალიასს შორის.
საქართველოში დაბრუნებამდე, რუსეთში მომხდარი ინციდენტის შედეგად, დაზიანდა ედუარდ ზალიასის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი ყველა სახის დოკუმენტი, რის შედეგადაც ედუარდ ზალიასი ვერ ახერხებდა საქართველოში დაბრუნებას. ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სვეტლანა კუდბა დაეხმარა ედუარდ ზალიასს დოკუმენტების აღდგენასა და საქართველოში დაბრუნებაში.
გამართულ შეხვედრაზე, ისაუბრეს რუსეთში ქართული დიასპორის პრობლემატიკაზე, რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეთა აქტუალურ საკითხებზე. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრმა დაბრუნებულ ემიგრანტს გაუწია შესაბამისი კონსულტაცია და დახმარება აღუთქვა საქართველოში მისი ღირსეული რეინტაგრაციის პროცესის განხორციელებაში. ასევე, პარლამენტის წევრმა, ედუარდ ზალიასს დასაქმების მიზნით გაუწია რეკომენდაცია.