საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 14 დეკემბერი 2022
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.


კომიტეტის თავმჯდომარისა და კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა გამარტივებული წესით აღადგინონ ან შეინარჩუნონ მოქალაქეობა.


კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებით მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის ვადა ორი წლით გაგრძელდება.


„მხარს ვუჭერთ და ვგულშემატკივრობთ იმ პროცესებს, რომლებიც ხელს უწყობს ქართული დიასპორის საკუთარ სამშობლოსთან კავშირის აღდგენას“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.


კომიტეტის წევრებს კანონპროექტთან დაკავშირებით მეორე მოსმენით გათვალისწინებული შენიშვნები არ ჰქონდათ და მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.