
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ძირითადი დებულებების ამოქმედების ვადის ცვლილებას შეეხება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს.
მომხსენებელმა, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა კანონპროექტი და მისგან გამომდინარე, 31 კანონპროექტისგან შემდგარი ცვლილებათა პაკეტი მუხლობრივად წარმოადგინა და აღნიშნა, რომ პირველი მოსმენის შემდეგ ცვლილებათა პროექტი კომიტეტს უცვლელი რედაქციით წარედგინა.
დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტის თანახმად, კანონის ძირითადი დებულებები 2027 წლის 1 იანვრის ნაცვლად, 2030 წლის 1 იანვარს ამოქმედდება.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.