საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ელისო ბოლქვაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფაიგ გულიევს შეხვდა

მედია და საზოგადოება 27 სექტემბერი 2022
ელისო ბოლქვაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფაიგ გულიევს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.


„შევთანხმდით პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაზე კულტურის მიმართულებით. ასევე განვიხილეთ ის ქმედითი ნაბიჯები, რომელიც კულტურული დიპლომატიის მეშვეობით ხელს შეუწყობს მშვიდობის შენების პროცესს ამიერკავკასიის რეგიონში“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.