საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ელისო ბოლქვაძე იტალიის ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 17 აპრილი 2024
ელისო ბოლქვაძე იტალიის ელჩს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მასიმიალიანო დ’ანტუონოს შეხვდა.


შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.


„ვისაუბრეთ ორი ქვეყნის საპარლამენტთაშორისო სამუშაოების გაძლიერებაზე კულტურის მიმართულებით. ასევე საუბარი შეეხო იტალიის კულტურის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობასა და ამ მხრივ მათი გამოცდილების გაზიარებას. სამომავლოდ დავსახეთ ერთობლივი კულტურული ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების გეგმები“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.