
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მელინე არაკელიანს შეხვდა.
შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. ელისო ბოლქვაძემ ელჩს კომიტეტის ძირითადი ხედვები და მიმართულებები გააცნო.
„შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელოვნებო განათლების რეფორმას და აღნიშნულ სისტემაში ინოვაციური მიდგომების დანერგვას. ასევე ვისაუბრეთ კულტურის დიპლომატიის უდიდეს როლზე სამშვიდობო პროცესების დამყარების საკითხში“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.