
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე რეჟისორ ქეთი დოლიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე არტ მენეჯმენტის კონცეფციების თაობაზე ისაუბრეს.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვიმსჯელეთ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში - „საჩუქარი“ ახალგაზრდა ტალანტების ინტეგრაციის საკითხზე. ქეთი დოლიძემ გაგვიზიარა ქართული არტ მენეჯმენტის განვითარების კონცეფციები“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.