საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ელისო ბოლქვაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა

მედია და საზოგადოება 18 Jun 2024
ელისო ბოლქვაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა.


საუბრისას განიხილეს სახელოვნებო განათლების საკითხების მნიშვნელობა და კულტურის დიპლომატიის კონცეფტუალურ საკითხებზე.

„ბატონმა კუბერნატმა გაგვიზიარა მის ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა ინკლუზიის შესახებ სახელოვნებო განათლების სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში არსებული გამოცდილება, რომელთან დაკავშირებითაც კულტურის კომიტეტს ჩატარებული აქვს მოკვლევა”, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.