საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ელისო ბოლქვაძე წინანდლის ფესტივალისა და სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს დავით საყვარელიძეს შეხვდა

მედია და საზოგადოება 19 მაისი 2023
ელისო ბოლქვაძე წინანდლის ფესტივალისა და სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს დავით საყვარელიძეს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე წინანდლის ფესტივალის და სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს დავით საყვარელიძეს შეხვდა.


შეხვედრაზე, კულტურის სფეროში არსებულ ტექნოლოგიური და ციფრული მედიის მნიშვნელობასა და როლზე, სახელოვნებო ინდუსტრიის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს.


„საინტერესო შეხვედრა შედგა, მივესალმები კულტურის სფეროს ტექნოლოგიურ და ციფრულ განვითარებას. განვიხილეთ ტექნოლოგიების განვითარების გზები, რომელიც მიეხმარება საფესტივალო ღონისძიებების მიწოდებას საზოგადოებაში. კულტურის კომიტეტი მხარს უჭერს სახელოვნებო ინდუსტრიების განვითარებას საქართველოში,“ - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.


​შეხვედრას, ასევე ესწრებოდა billboard.com.ge - ს მთავარი რედაქტორი მარი ბოლქვაძე.