საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ენზელ მკოიანი ახალაქალაქის 955 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

მაჟორიტარი დეპუტატები 01 სექტემბერი 2019
ენზელ მკოიანი ახალაქალაქის 955 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

ახალქალაქში, ქალაქის დაარსებიდან 955 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა.

„ახალქალაქობის“ საზეიმო ღონისძიებაზე ჩამობრძანებული იყვნენ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული, თანამდებობების პირები, მოქალაქეები და ბევრი სტუმარი სხვადასხვა ადგილიდან.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ენზელ მკოიანმა ახალქალაქის მაცხოვრებლებს მიულოცა უკვე ტრადიციად ქცეული დღესასწაული.

„ახალქალაქობა“ ქალაქის ცენტრალურ პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფეროვანი, კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები, ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, გასართობი სივრცეები ბავშვებისათვის, მოეწყო ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სამზარეულო, სადაც სტუმრებს კერძების დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ, სტუმრებს კიდევ ჰქონდათ საშუალება ლუდის, თაფლის, ყველისა და ტკბილეულის დაგემოვნებისა. ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი. ეს დღე სავსე იყო სხვადასხვა სიურპრიზებით. სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ანტიკვარული მანქანების გამოფენა მოეწყო.

საზეიმო დღესასწაული „ჰოლის“ ფერების ფესტივალით და ველომარათონით დასრულდა.

საღამოს კი ქალაქის დღესასწაულსთან დაკავშირებით გაიმართა დისკოთეკა.