საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თორნიკე ფაღავა აირჩიეს

მედია და საზოგადოება 30 აპრილი 2026
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თორნიკე ფაღავა აირჩიეს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თორნიკე ფაღავა აირჩიეს.

 

თორნიკე ფაღავა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ფრაქცია „ქართული ოცნების“ კვოტით იქნა წარდგენილი.

 

კომიტეტის წევრებმა თავმჯდომარის მოადგილედ თორნიკე ფაღავას კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა თორნიკე ფაღავას საკომიტეტო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.