საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში და ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ.
წელს მუნიციპალიტეტში წყალსადენი სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მალე ჩაისუბანში 1000-მდე ოჯახი შეუზღუდავი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენი სისტემის მოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განსახორციელებლად მერია 840 000 ლარს დახარჯავს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მაგისტრალური ხაზების მოწყობა, ასევე მოეწყობა შიდა ქსელი და მოხდება აბონენტთა გამრიცხველიანება.