
დღეს, 11 თებერვალს, ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფატი ხალვაშმა მოსახლეობას 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრა გაიმართა ჩაქვის ადმინისტრაციულ ერთეულში, „ჩაის სახლში“.
შეხვედრას მოქალაქეებთან ერთად ესწრებოდა ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი-პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი და ასევე ქობულეთის და ბათუმის საკრებულოს წევრები.
მოსახლეობას ასევე პრეზენტაცია წარუდგინა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ჯამბულ ხოზრევანიძემ.
შეხვედრის დროს მოსახლეობას ასევე სიტყვით მიმართა ქობულეთის მუნიციფალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა გურამ აბაშიძემ.
შეხვედრა გაიმართა სიტყვა პასუხის რეჟიმში, დასწრება იყო თავისუფალი.
2018 წელს ფატი ხალვაშის აქტივობების ორი მნიშვნელოვანი პუნქტი- შეხვედრა მოსახლეობასთან და სამუშაო პრიორიტეტები:
შეხვედრა მოსახლეობასთან:
პრიორიტეტები: