საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დეპუტატ რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელა

მედია და საზოგადოება 26 თებერვალი 2024
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დეპუტატ რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრის, რომან გოცირიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილეს.

 

რომან გოცირიძის განმარტებით, ცვლილებების მიზანია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის რეორგანიზაცია. მისი თქმით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებას. ამასთან, ცვლილებები შეეხება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაფინანსების არსებული მოდელის ცვლილებას.

 

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა პარლამენტის წევრის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ კომიტეტისთვის წარდგენილი ინფორმაცია განიხილა.

 

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, იქიდან გამომდინარე, რომ ორივე აკადემიის საქმიანობას ერთი კანონი არეგულირებს, დაფინანსების კომპონენტის ცვლილება ორივე მათგანს შეეხება. ამასთან, აკადემიის წევრებისთვის დაფინანსების განსხვავებული წესის დაწესება მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, ვინაიდან თანაბარი სტატუსის მქონე პირებს, კონსტიტუციის თანახმად, არ შეიძლება მიენიჭოთ განსხვავებული უფლებები და მოვალეობები.

 

კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას.