საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ელისო ჩაფიძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში \"ინტერნეტ 2013\"

მედია და საზოგადოება 14 თებერვალი 2013
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ელისო ჩაფიძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში \"ინტერნეტ 2013\"

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ელისო ჩაფიძემ მონაწილეობა მიიღო 14-15 თებერვალს ქალაქ ვენაში, ეუთოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში "ინტერნეტ 2013". კონფერენციაზე ინტერნეტმედიასა და სხვადასხვა სოციალურ ქსელში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ინფორმაციის პუბლიკაციის, გაზიარებისა და გავრცელების თავისუფლების შესახებ ისაუბრეს და ის პრობლემები მიმოიხილეს, რომელიც ინტერნეტმედიასთან, მობილურ კომუნიკაციებთან და სწრაფადგანვითარებად ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული.
კონფერენციის ფარგლებში ელისო ჩაფიძე ეუთოს წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩს შეხვდა და მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა.
პარლამენტის წევრმა მადლობა გადაუხადა დუნია მიატოვიჩს საქართველოს მიმართ გამოჩენილი ინტერესის გამო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომიტეტი აქტიურად ითანამშრომლებს ეუთოსთან და მზადაა, გაითვალისწინოს ეუთოს როგორც კომენტარები, ასევე საუკეთესო ევროპული პრაქტიკა.

"ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ეუთოს წარმომადგენლებს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები ინიცირებულია არასამთავრობო სექტორის მხრიდან და მასზე ევროპელი ექსპერტი რასტოკუზელიც მუშაობდა. ჩვენი სურვილია, ეუთოს და სახვა ევროპული ინსტიტუტების რეკომენდაციები გავითვალისწინოთ მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობაზე მუშაობისას", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.