
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ განიხილეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
მომხსენებელმა მხარჯავი უწყებების მიხედვით შესრულების მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი მეტ-ნაკლებად თანაბარია.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, 2025 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 1 მილიარდ 63 მილიონ ლარზე მეტი აითვისა, რაც შესრულების 99.9%-ია.
მისივე ინფორმაციით:
სხდომაზე, ასევე, მოისმინეს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ,,ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“.
წარდგენილი ანგარიშები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ცნობად მიიღო.