საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ახალი დაცული ტერიტორიის - რიონის აღკვეთილის შექმნას მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 27 მაისი 2026
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ახალი დაცული ტერიტორიის - რიონის აღკვეთილის შექმნას მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე რიონის აღკვეთილის შექმნას მხარი დაუჭირეს.

 

სხდომაზე „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით იმსჯელეს.

 

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარუდგინა.

 

ცვლილებების ძირითადი მიზანია ზუთხისებრთა სახეობების გასამრავლებლად და დასაცავად რიონის აღკვეთილის შექმნა სამტრედიის მუნიციპალიტეტში. მდინარე რიონი ერთ-ერთია მსოფლიოს იმ რამდენიმე მდინარიდან, სადაც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ზუთხისებრთა სატოფო ადგილები და ისინი ბუნებრივ გარემოში მრავლდებიან.

 

აღკვეთილის ტერიტორია ფარავს 554 ჰექტარს და მოიცავს მდინარე რიონის იმ მონაკვეთს, სადაც ხდება ზუთხისებრთა ქვირითობა.