
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი აშშ-ის ნიუ ჯერსი სიტის უნივერსიტეტის პრეზიდენტ სუ ჰენდერსონსა და დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე ქართველი სტუდენტებისთვის ამერიკული განათლების ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელეს.
„ეს არის უნივერსიტეტი, რომელმაც კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად უკვე შექმნა ერთობლივი პროგრამა კიბერ უსაფრთხოებაში და სექტემბრიდან იწყებს მიღებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკული განათლება ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი სტუდენტებისთვის. პირველი ნაბიჯი გადადგმულია ზემოაღნიშნული უნივერსიტეტებისგან, რასაც აუცილებლად დავუჭერთ მხარს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მხარეებმა სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„მოხარული ვართ, რომ შევხვდით საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს. ჩვენ გავეცანით იმ საქმეებს, რასაც კომიტეტი ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ახორციელებს. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს გავაძლიეროთ ორმხრივი ურთიერთობები და უფრო მეტი პროგრამები შევქმნათ“, - განაცხადა სუ ჰენდერსონმა.