საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გიორგი ამილახვარი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა

მედია და საზოგადოება 25 ოქტომბერი 2022
გიორგი ამილახვარი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.


მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები დასახეს.


„ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე. გავცვალეთ მოსაზრებები, თუ როგორ შეგვიძლია გავაღრმავოთ ურთიერთობები განათლების და მეცნიერების კუთხით. მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენი კულტურების და საგანმანათლებლო პროექტების კიდევ უფრო დაახლოების მიზნით, ერევანში და თბილისში შევქმნათ ქართველოლოგიური და სომხური ცენტრები“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.