საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გიორგი ამილახვარი ტუშის უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა

მედია და საზოგადოება 22 ნოემბერი 2022
გიორგი ამილახვარი ტუშის უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი ტუშის უნივერსიტეტის რექტორს სტეფანო უბერტინის შეხვდა.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.


განიხილეს იტალიის უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობის გაფართოებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები.


„შეხვედრაზე განვიხილეთ ტუშის უნივერსიტეტის ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა. მათ აქვთ მზაობა, რომ საქართველოში დანერგონ ერთობლივი და ორმაგი ხარისხის პროგრამები. უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში, ვიმსჯელეთ თუ როგორ შეიძლება მხარი დავუჭიროთ მათ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში უფრო აქტიურად დამკვიდრებისთვის“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.


​შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი დავით ზილფიმიანი ესწრებოდა.