
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და კომიტეტის წევრი როსტომ ჩხეიძე, თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგთან დაკავშირებით, ლაგოდეხის სოფელ კაბლის N2 საჯარო სკოლას ეწვივნენ.
კომიტეტის წევრები აზერბაიჯანულ და ქართულ სექტორზე სწავლების მეთოდებს გაეცნენ. მოისმინეს ზოგადი განათლების საფეხურზე სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების წინაშე არსებული გამოწვევები და სახელმწიფო ენის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები.
თემატური მოკვლევა, რომლის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს კომიტეტი ახორციელებს, 2022 წელს ჩატარდა და ის ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლას ეხება.
შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.