საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გიორგი ჩაკვეტაძე ჰელსინკის უნივერსიტეტის ალექსანტერის ინსტიტუტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა

მედია და საზოგადოება 24 Apr 2026
გიორგი ჩაკვეტაძე ჰელსინკის უნივერსიტეტის ალექსანტერის ინსტიტუტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე ჰელსინკის უნივერსიტეტის ალექსანტერის ინსტიტუტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა.

 

შეხვედრაზე საუბარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რეფორმებს, განათლების სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებს შეეხო.

 

გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმაზე გამახვილდა.

 

როგორც მან აღნიშნა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს ჰელსინკის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაბამისი კვლევების მხარდასაჭერად.

 

სტუდენტები და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები საქართველოში ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ. მათ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ჰქონდათ შეხვედრები.

 

ჰელსინკის უნივერსიტეტის ალექსანტერის ინსტიტუტი კვლევით ცენტრს წარმოადგენს, რომელიც აქტიურად ახორციელებს აკადემიურ და ანალიტიკურ საქმიანობას, მათ შორის, საერთაშორისო კვლევით პროექტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს.