საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გიორგი ჭყონია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მეგობრობის ჯგუფები 29 ივნისი 2026
გიორგი ჭყონია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ჭყონია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. 
 
შეხვედრაზე  გიორგი ჭყონიამ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება  მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 
 
ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის მრავალმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.