საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გიორგი ხატიძე საპარლამენტთაშორისო კავშირის ახალგაზრდა პარლამენტართა გლობალურ ფორუმში მონაწილეობს

საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) 14 დეკემბერი 2018
გიორგი ხატიძე საპარლამენტთაშორისო კავშირის ახალგაზრდა პარლამენტართა გლობალურ ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ხატიძე 14-15 დეკემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა რიგით მეხუთე გლობალურ ფორუმში მონაწილეობს.

მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და მომავალი თაობების ინტერესების დაცვა არის თემა, რომელსაც 70-მდე ქვეყნიდან შეკრებილი პარლამენტის წევრები განიხილავენ. ფორუმის ბოლოს მიიღებენ შემაჯამებელ დოკუმენტს, სადაც კონკრეტული ნაბიჯები იქნება გაწერილი მომავალში ახალგაზრდა თაობის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფისთვის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობებში.