საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

მეგობრობის ჯგუფები 06 სექტემბერი 2021
გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ხელაშვილი და მეგობრობის ჯგუფის წევრი, თეონა აქუბარდია იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, სემი ასემ გოშეის შეხვდნენ.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების შესახებ იმსჯელეს და ამ კონტექსტში, ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის პოტენციალზე გაამახვილეს ყურდღება.

ხაზი გაესვა მჭიდრო საპარლამენტთაშორისო კავშირების მნიშვნელობას.