
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის (COEST) წევრებს შეხვდა.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, არსებულ გამოწვევებს და გლობალური პოლიტიკის საკითხებს.
მხარეებმა, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიის ფონზე რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებზე და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე, რეგიონულ კონფლიქტებზე, რაც რუსეთის ქმედებებს უკავშირდება.