საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია და მიხეილ დაუშვილი საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 27 May 2022
გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია და მიხეილ დაუშვილი საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

პარლამენტის წევრები გიორგი ხოჯევანიშვილი,  ალექსანდრე მოწერელია და მიხეილ დაუშვილი საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდნენ.


შეხვედრაზე განხილვის მთავარ თემას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს განაცხადი და მასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა.


გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის მიმართულებით, საქართველო ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას მოელის და ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფრანგული მხარის პოზიცია.


​პარლამენტის წევრმა ფრანგ დიპლომატს დეპუტატთა ჯგუფის მიერ ბრიუსელში, წინა კვირას, განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში გამართულ შეხვედრებზე და მის შედეგებზე ესაუბრა.