
ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი კოპაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ანდრიაწმინდაში, ანდაში, მუსხასა და წყორძაში იმყოფებოდნენ. მათ ადგილობრივი საჭიროებების შესახებ უშუალოდ მოსახლეობისგან მიიღეს ინფორმაცია.
ისაუბრეს მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე.
„ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ვიმსჯელეთ და აუცილებლად დავეხმარებით პრობლემების მოგვარებაში. მოსახლეობასთან შეხვედრისას, ძირითად პრიორიტეტებად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია და სოფლის გაზიფიცირება დასახელდა. ღია შეხვედრები ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება,“ - განაცხადა ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი კოპაძემ.