საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გიორგი კოპაძე ახალციხის სამედიცინო დაწესებულებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

მაჟორიტარი დეპუტატები 30 მარტი 2020
გიორგი კოპაძე ახალციხის სამედიცინო დაწესებულებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მაჟორიტარული ოლქის სამედიცინო დაწესებულებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებმა ახალციხეში მდებარე კლინიკა „იმედი“ და კლინიკა „ევექსი“ მოინახულეს, დაათვალიერეს სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, გაეცნენ მედ-პერსონალისათვის აუცილებელი აღჭურვილობისა და ინვენტარის შესაბამისობას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან და დადგენილ სტანდარტებთან.

სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელობის განცხადებით, როგორც ტექნიკური, ისე სამედიცინო პერსონალი სრულ მზადყოფნაშია საჭიროების შემთხვევაში პაციენტებისათვის სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად.