საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის წევრმა, გიორგი კოპაძემ ისრაელიდან ჩამოსულ სტუმრებს პარლამენტში უმასპინძლა

მედია და საზოგადოება 04 მაისი 2017
პარლამენტის წევრმა, გიორგი კოპაძემ ისრაელიდან ჩამოსულ სტუმრებს პარლამენტში უმასპინძლა

პარლამენტის წევრმა, გიორგი კოპაძემ ისრაელიდან ჩამოსულ სტუმრებს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში უმასპინძლა. 

მხარეებმა ისაუბრეს ქართულ-ებრაულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე და აღნიშნეს, რომ ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება. გიორგი კოპაძე სტუმრებს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაზე ესაუბრა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მისია, ფუნქციები და საქმიანობა გააცნო. ისრაელიდან ჩამოსულმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ისინი ქუთაისში „გვირილობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებსაც დაესწრნენ. 

სტუმრებმა პარლამენტის ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში პარლამენტის სასახლე დაათვალიერეს და სტუმრის სტატუსით პლენარულ სხდომას დაესწრნენ.

საქართველოს პარლამენტში დღეს იმყოფებოდნენ: აბრაამ უსუფი, ქალაქ ხაიფის ყოფილი არქიტექტორი, პაატა იოსებაშვილი, იზოლდა ბენ მოშე, იდიტ ალონი და თემურ ყვითელაშვილი.