საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გიორგი ვოლსკი და მარიამ ლაშხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ

მედია და საზოგადოება 30 იანვარი 2026
გიორგი ვოლსკი და მარიამ ლაშხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ.

 

ღონისძიების მონაწილეები სამინისტროს მიერ განათლებისა და კულტურის კუთხით განხორციელებული საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ.

 

ხაზი გაესვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ კუთხით ყურადღება გამახვილდა იმ ინიციატივებზე, რომელიც დევნილი ახალგაზრდების განათლების და საზოგადოებაში ინტეგრირების საკითხებს უკავშირდება.

 

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.