საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გიორგი ვოლსკი  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა

მედია და საზოგადოება 05 თებერვალი 2026
გიორგი ვოლსკი  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა, რომელიც უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის შექმნას გეგმავს.


შეხვედრაზე ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. ისაუბრეს საქართველოში და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესების შესახებ.
​

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა პარლამენტის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი.