
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე და დელეგაციის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ბელგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მიშელ პიტერმანსს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხს, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება.
ელჩმა დელეგაციის წევრებს გენერალური მდივნის პოზიციაზე წარდგენილი ბელგიელი კანდიდატის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
ელჩმა დელეგაციის წევრებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი მხარდაჭერა დაუდასტურა.