საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გივი მიქანაძე და ირაკლი მეძმარიაშვილი ახალგაზრდებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 17 ოქტომბერი 2023
გივი მიქანაძე და ირაკლი მეძმარიაშვილი ახალგაზრდებს შეხვდნენ

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს.

 

შეხვედრა საქართველოს კულტურის აკადემიის ორგანიზებით, პროექტ „ახალგაზრდობის ინტეგრაციის ხელშეწყობის პლატფორმის" ფარგლები გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებისა და საქმიანობის გაცნობა და საპარლამენტო საქმიანობაში მათი ჩართულობის ხელშეწყობა.

 

პროექტის მონაწილეებმა დეპუტატებს თიანეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები გააცნეს. ახალგაზრდებმა პარლამენტის შენობა დაათვალიერეს. სხდომათა დარბაზში მათ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა.