
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გივი მიქანაძე PACE-ის იურიდიული და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ, ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
გივი მიქანაძე PACE-ის იურიდიული და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის წევრად 2021 წლიდან ირიცხება, ხოლო ქვეკომიტეტს 2023 წლიდან შეუერთდა.
2021 წელს, იურიდიული და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტმა გივი მიქანაძე მომხსენებლად აირჩია თემაზე - „კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა ევროპული ციხეების პატიმრებზე“ და აღნიშნული რეზოლუციის პროექტი გასულ წელს ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედმა კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო.