საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გივი მიქანაძე საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 31 აგვისტო 2023
გივი მიქანაძე საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.


შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა განათლების მიმართულებით ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა იყო.


მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების განხორციელების თაობაზე ისაუბრეს; ხაზი გაუსვეს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ჩინური ენის სწავლებას და ამ მიმართულებით კონფუცის კლასის საქმიანობის მნიშვნელობას.


ასევე, ისაუბრეს უმაღლესი განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარების მიზნით გაცვლითი პროგრამების გაფართოების თაობაზე.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროფესიულ განათლებასა და განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე.


​მხარეებმა იმსჯელეს საპარლამენტო დელეგაციის მომავალ ვიზიტზე ჩინეთში, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და ჩინეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.