საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გივი მიქანაძე უნგრეთის ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 05 მაისი 2025
გივი მიქანაძე უნგრეთის ელჩს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოში უნგრეთის ელჩს, ანა მარია შიკოს შეხვდა.


შეხვედრაზე საპარლამენტო ურთიერთობებსა და დარგობრივ კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უნგრეთის საპარლამენტო კომიტეტებს შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის საკითხი.


საუბარი შეეხო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობას.


„ახალგაზრდული ურთიერთობების განვითარების მიზნით, განვიხილეთ ქართველი და უნგრელი ახალგაზრდების მონაწილეობით, ერთობლივი ფორუმებისა და ბანაკების ორგანიზების ინიციატივა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.