საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გოგა გულორდავა ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკაში იმყოფება

მაჟორიტარი დეპუტატები 18 ივნისი 2018
გოგა გულორდავა ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკაში იმყოფება

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის - „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, 17-20 ივნისს ლიეტუვაში მიმდინარეობს სასწავლო ვიზიტი, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობითი დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს პარლამენტის წევრი გოგა გულორდავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ხანიშვილი, ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი და სხვა თანამდებობის პირები.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს მართავს ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებთან, ლიეტუვას გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, ასევე ტყის დაცვისა და მართვის სფეროში მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებთან.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ლიეტუვას გამოცდილების შესწავლა ტყის პოლიტიკის, მისი რესურსების ეფექტურად მართვის პრაქტიკაში განხორციელების, ტყის სოციალური ფუნქციების შესწავლის სფეროებში, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს უფრო ეფექტურად მართოს საკუთარი ბუნებრივი რესურსები.