საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გოგი მეშველიანი ადგილობრივ ხელისუფლებასთან და კომპანია RMG-ის ხელმძღვანელობასთან ერთად სოფელ ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა

მაჟორიტარი დეპუტატები 11 ივნისი 2020
გოგი მეშველიანი ადგილობრივ ხელისუფლებასთან და კომპანია RMG-ის ხელმძღვანელობასთან ერთად სოფელ ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი სამჟორიტარო ოლქში, სოფელ ბოლნისში მოსახლეობას მუნიციპლიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან, კომპანია RMG-ის აღმასრულებელ დირექტორთან, თორნიკე ლიპარტიასთან, RMG-ის წარმოების დირექტორთნ, კობა მენაბდიშვილთან ერთად შევხვდა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების საკითხზე იმსჯელეს. 

„სოფლის თავში, საიდნაც სასმელი წყლის მილი მოედინება, მდებარეობს RMG-ის ფუჭი ქანების სანაყარო. კომპანია იღებს ვლადებულებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს პრობლემის აღმოფხვრაში, რათა მოსახლეობას შეუფერხებლად და საკმარისი რაოდენობით მიეწოდოს სასმელი წყალი,“ - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, რის შემდეგაც ჩატარდება შესაბამისის სამუშაოები.