
საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, სამაჟორიტარო ოლქში, სოფელ ნახიდურში აზერბაიჯანელ ქალებს არაფორმალურ გარემოში, ჭიქა ჩაისთან ერთად შეხვდა და საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები გააცნო.
ასევე, განიხილეს, ის პროექტები და პროგრამები, რომლებიც ბოლო პერიოდში მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის განხორციელდა.
მასპინძლებმა დეპუტატს სოფელში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ასევე, პარლამენტის წევრმა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს გააცნო სამომავლო გეგმები, რის ფარგლებშიც დიდ სოფლებში იგეგმება ახალგაზრდული კლუბების შექმნა, მათ შორის ნახიდურში, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ დაეუფლონ სხვადასხვა უნარებს.
„თქვენ ძალიან დიდ პატივს სცემთ ჩვენს ტრადიციებს, კულტურას და საზოგადოებას ყოველთვის გვერდით გვიდგახართ. სწორედ, ჩვენი თემის დიდ პატივისცემას მიუთითებს თქვენ მიერ სოციალურ ქსელში ჩვენს ენაზე გამოქვეყნებული ინფორმაციები, რისთვისაც გიხდით ძალიან დიდ მადლობას!“ - ამ სიტყვებით გადაუხადეს მადლობა ნახიდურში, მაჟორიტარს.
„საბოლოოდ, ძალიან საინტერესო ინტერაქტიული შეხვედრა შედგა და განსაკუთრებით სასიამოვნო იყო დამსწრე გოგონების და ქალების მადლობა. სასიამოვნო განცდა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა ამომრჩევლის ასეთი ნდობა და მხარდაჭერა", - განაცხადა გოგი მეშველიანმა.