
საქართველოს პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი სამაჟორიტარო ოლქში გაზეთ „ბოლნისის“ ყოფილ რედაქტორს ლატავრა ჯიაძეს ესტუმრა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
„საინტერესო, სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, მან საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარა მიმდინარე მოვლენებზე. ქალბატონი ლატავრა, გახლავთ ბოლნისის მემატიანე, ის წლების მანძილზე ზრუნავდა მოსახლეობის ინფორმირებულობაზე. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა ქალს მივულოცავ 8 მარტს, თითოეულს ვუსურვებ დიდ წარმატებებს და ბედნიერებას მათთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად. ჩვენი მიზანია, ერთად შევქმნათ თანასწორი და სამართლიანი საზოგადოება!“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა