საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გოგი მეშველიანი და გიორგი კოპაძე ქართველ და უცხოელ ინვესტორებს შეხვდნენ

მაჟორიტარი დეპუტატები 07 მარტი 2019
 გოგი მეშველიანი და გიორგი კოპაძე ქართველ და უცხოელ ინვესტორებს შეხვდნენ

7 მარტს, ახალციხის მაჟორიტარის გიორგი კოპაძისა და ბოლნისის მაჟორიტარის, გოგი მეშველიანის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტში ქართველ და უცხოელ ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართა. 

პარლამენტის წევრების გარდა, ბოლნისში შეხვედრას ღვინის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი ბერდია ბერიშვილი და ფრანგი ბიზნესმენი და ბოლნისში ღვინის განვითარებით დაინტერესებული ინვესტორი ოლივიე სავოიე ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბიზნესმენი ადგილობრივ მეწარმეებთან ერთად, დაახლოებით 20 ჰა ფართობზე ვენახების გაშენებას, ღვინის წარმოებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და ასევე, თანამედროვე ლაბორატორიის აშენებას გეგმავს, სადაც ღვინისა და მიწის სინჯების ანალიზი იქნება შესაძლებელი.