საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გოგი მეშველიანი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

მედია და საზოგადოება 22 აპრილი 2024
გოგი მეშველიანი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გოგი მეშველიანი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა.


მხარეებმა საქართველოსა და თურქმენეთის პარლამენტების სტრუქტურული ორგანიზების საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობაზე.


„შეხვედრაზე დელეგაციის წევრებს გავაცანი საქართველოს პარლამენტის ფორმირებისა და საქმიანობის წესი. განვიხილეთ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მუშაობა. მათ ასევე აინტერესებდათ ჩვენი საბიუჯეტო სისტემა, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების ნაწილში“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.