საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ილია ნაკაშიძე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

მაჟორიტარი დეპუტატები 31 Mar 2020
ილია ნაკაშიძე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან ერთად, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სამედიცინო სექტორისგან მოგვესმინა ინფორმაცია თუ რამდენად იყვნენ ისინი მზად კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) მზარდ დინამიკაზე რეაგირებისთვის.

შეხვედრას აჭარაში მოქმედი კლინიკის ხელმძღვანელები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.