საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი ბერაია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 05 თებერვალი 2024
ირაკლი ბერაია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებაზე და საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის განმტკიცებაში აშშ-ს მხარდაჭერის საკითხებზე ისაუბრეს.


„მქონდა შესანიშნავი, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარე ბერაიასთან. განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და კონკრეტულად ჩვენი ურთიერთოებები უსაფრთხოების სფეროში. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საყრდენია. ვისაუბრეთ ასევე, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს გააგრძელოს საქართველოს ნატო-ში მისწრაფებებისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის მხარდაჭერა. მე დიდ პატივს ვცემ ჩვენს პარტნიოროპას და ძალიან ვაფასებ იმ როლს, რასაც კომიტეტის თავმჯდომარე ასრულებს ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ურთიერთობების განმტკიცებაში,” - განაცხადა ელჩმა, რობინ დანიგანმა.


„ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა საქართველოში აშშ-ის ელჩთან. ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, განსაკუთრებით უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე. უნდა ითქვას, რომ ძალიან დიდია შეერთებული შტატების როლი საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას განსაკუთრებული მნიშნვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერსების დაცვისთვის, არამედ, რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. და ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს შეერთებულ შტატებთან ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და გაძლიერება”, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.


შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო და აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე არონ რუპერტი ესწრებოდნენ.