
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, ნატო-ს შტაბბინაში, ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინას შეხვდნენ.
მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ამ პროცესის პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტები, ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაში ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვიქტორ დოლიძე და მისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.